ლოჯისტიკური გადაწყვეტილებები

„დიპლომატი“ გთავაზობთ მომარაგების ჯაჭვის მართვის თანამედროვე სტრატეგიას, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ  მომხმარებელი ყოველთვის დროულად მიიღებს მოთხოვნილ პროდუქტს  და ამავდროულად, დაზოგავს დროსა და ფულად რესურსებს.

ჩვენი მომსახურება მოიცავს სრულ ლოჯისტიკას და მომარაგების ჯაჭვს, მათ შორის – უწყვეტი მიწოდების ჯაჭვის მართვას, გაყიდვების ტერიტორიული დაგეგმარებას, საწყობის მენეჯმენტისა (WMS) და ტრანსპორტირების დაგეგმვის უახლეს სისტემებს.
ჩვენი ეფექტიანი და მოქნილი გადაწყვეტილებების მოდელები მომხმარებელს, მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მიწოდების ჯაჭვის სრულ სერვისებს და მხარდაჭერას სთავაზობს.

 

ჩვენი მიზანია, კლიენტთან დავამყაროთ გრძელვადიანი და ურთიერთმომგებიანი ურთიერთობა დაფუძნებული ნდობაზე, გამჭვირვალობასა და საოპერაციო სრულყოფილებაზე. ჩვენი ლოჯისტიკური მომსახურებების უხარვეზო მუშაობას განაპირობებს მოწინავე სისტემებისა და ტექნოლოგიების ადაპტაცია, მაღალი ხარისხი და პროფესიონალიზმი.

სასაწყობო ოპერაციები

თანამედროვე და მოქნილი სასაწყობო გადაწყვეტილებები

ჩვენ გთავაზობთ სტრატეგიულად განლაგებულ, თანამედროვე ტიპის და უმაღლესი სტანდარტების სასაწყობო ინფრასტრუქტურას. ჩვენი პროფესიონალების გუნდი უსაფრთხო, მაღალი ხარისხის და ეფექტიანი ოპერაციების წარმოებას უზრუნველყოფს.  „დიპლომატის“ საუკეთესო სასაწყობო ტექნოლოგიები მოიცავს SAP-ის საწყობის გაფართოებული მენეჯმენტის სისტემას (EWM), მოწინავე რეპორტინგის საშუალებებს და უახლესი ტიპის სასაწყობო ტექნიკას. ჩვენ გამუდმებით ვეძებთ ლოჯისტიკური დანახარჯების შემცირებისა და პროდუქტულობის გაუმჯობესების გზებს.

სასაწყობო ოპერაციები

ტრანსპორტირება და მიწოდება

სრული გამჭვირვალობა და ხარჯთეფექტური მომსახურება

ჩვენი ტრანსპორტირების გადაწყვეტილებები გვეხმარება მაღალი ხარისხის სერვისისა და სანდოობის შენარჩუნებაში. ამავდროულად, ეს გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს საქონლის მოძრაობის სრულ გამჭვირვალობას, მის კონტროლს მიმდინარე რეჟიმში და ინვოისების ელექტრონულად წარმოების შესაძლებლობას. ჩვენ, გთავაზობთ ისეთ ხარჯთეფექტურ მომსახურებებს, როგორიცაა საქონლის იმავე ან მომდევნო დღეს მიწოდება; პრიორიტეტული და სტანდარტული (+48) მიწოდება; ასევე, მულტიტემპერატურული საქონლის მიწოდება. ჩვენ, უშუალოდ ვაწვდით საქონელს ჩვენს კლიენტებს ყველა საცალო გაყიდვის არხში. ჩვენი პროფესიონალური გუნდი იყენებს ტრანსპორტის მართვის მოწინავე სისტემებს (TMS).

ტრანსპორტირება და მიწოდება

მომარაგების ჯაჭვის მართვა

ეფექტიანი, ეკონომიური და უწყვეტი მიწოდების ჯაჭვი

ჩვენი, სრულად ინტეგრირებული მიდგომა საშუალებას გაძლევთ, ფოკუსირება მოახდინოთ თქვენს ძირითად საქმიანობაზე. ჩვენ მუდმივად ვამცირებთ თქვენი მიწოდების ჯაჭვის მართვის ხარჯებს და ვაუმჯობესებთ თქვენი ბიზნესის შედეგებსა და კონკურენტუნარიანობას. ჩვენი მიწოდების ჯაჭვზე პასუხისმგებელი გუნდები ხელმძღვანელობენ ბიზნესის დაგეგმვის ინტეგრირებული პროცესებით (S&OP), რაც შესაძლებელს ხდის ეფექტურ პროგნოზირებას და მომსახურების მაღალ დონეს (CFR). ჩვენ, ამას სასაქონლო მარაგების შემცირებით, მიწოდების ვადების შემოკლებით, ბაზარზე სისწრაფის გაუმჯობესებით და პროდუქტთან დაკავშირებული მთლიანი დანახარჯების მინიმიზაციით ვაღწევთ. ყველაფერ ამას სრულყოფს საბაჟო და სხვა ადგილობრივი რეგულაციებისა და პროცესების საფუძვლიანი ცოდნა და დიდი გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ სფეროში.

მომარაგების ჯაჭვის მართვა

მესამე პირების ლოგისტიკა (TPL)

სრული (E2E) მიწოდების ჯაჭვის გადაწყვეტილებები

„დიპლომატი“ გთავაზობთ მესამე პირების სრულ ლოჯისტიკურ მომსახურებებს. ეს მომსახურებები მორგებულია თითოეული კლიენტის საჭიროებებზე, წარმოებს სრული გამჭვირვალობით  და მოიცავს სასაწყობო, დისტრიბუციისა და მერჩენდაიზინგის ოპერაციებს. ჩვენი შესყიდვებისა და იმპორტის განყოფილებების გამოცდილი და მცოდნე თანამშრომლები ეფექტურ ოპერაციებს და პროდუქტებზე შეუფერხებელ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ. „დიპლომატი“ თავის კლიენტებს სთავაზობს  მოქნილ, აქტივობებზე დაფუძნებულ ფასწარმოქმნას, რაც ოპერაციების/საქონლის მოცულობისა და ლოჯისტიკური ხარჯების ოპტიმალურ და ხარჯთეფექტურ ურთიერთდამოკიდებულებას უზრუნველყოფს.

მესამე პირების ლოგისტიკა (TPL)

დამატებითი ღირებულების მომსახურება (VAS - Value Added Services)

თანამშრომლობა პროდუქციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის და მომხმარებელზე მორგების უზრუნველყოფისთვის

დამატებითი სერვისების წარმოებისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურისა და პროცესების დამსახურებით, „დიპლომატი“ გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურებას, სამუშაოს სწრაფ შესრულებას და კონკურენტულ ფასებს. ჩვენ ვიყენებთ შეფუთვა-დაფასოების უახლეს გადაწყვეტილებებს. ჩვენი ყველა სერვისი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. საოპერაციო ეფექტურობას განაპირობებს თანამედროვე ტექნოლოგიების ადაპტაცია და პროცესების მაქსიმალური ავტომატიზაცია. ჩვენ, ყოველთვიურად გადავამუშავებთ ასობით სხვადასხვა დასახელების, ასიათასობით ერთეულ პროდუქციას.

დამატებითი ღირებულების მომსახურება (VAS - Value Added Services)