გაყიდვები

რეალიზაციისა და დისტრიბუციის სფეროში 50 წლიანი საერთაშორისო გამოცდილების შედეგად, ჩვენ შევიძინეთ სიღრმისეული ცოდნა და დავნერგეთ  საუკეთესო პრაქტიკა.

2008  წელს საქართველოში გახსნის შემდეგ, „დიპლომატ ჯგუფის“ დახმარებით, ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, რაც საშუალებას მოგვცემდა სწრაფად და ეფექტურად მოგვეხდინა ადაპტირება განსხვავებული სტრუქტურისა და საჭიროებების მქონე კომპლექსურ ბაზრებზე. დღეისათვის, კლიენტისათვის შეთავაზებული ჩვენი გადაწყვეტილებები მისთვის რეალურ ღირებულებას ქმნის.

კლიენტებთან ხანგრძლივი, ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებელს ჰქონდეს ჩვენთან ურთიერთობის საუკეთესო გამოცდილება, რასაც  სწორად შერჩეული პერსონალის, შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურის შეთავაზებით ვახერხებთ.

 

კლიენტებთან ერთად ვაღწევთ გაყიდვებისა და დისტრიბუციის სფეროში ამბიციურ მიზნებს, რისთვისაც ვიყენებთ  ეფექტიან  და სრულიად გამჭვირვალე გზებს.

ჩვენ გთავაზობთ კლიენტის საჭიროებებზე მორგებულ ასორტიმენტს და სერვისს, რომელიც მიმზიდველი და მომგებიანია ყველა ტიპის მომხმარებლისთვის და მოიცავს ორგანიზებულ,  ტრადიციულ, სააფთიაქო, საბითუმო და ჰორეკა  მიმართულებებს.

Smart Routბაზარზე გატანის/მომარაგების ეფექტური გზები e-to-Market

We provide optimal coverage that ensures brand availability and visibility.

ჩვენს მიერ ადაპტირებული მომარაგების ჭკვიანური მოდელი ითვალისწინებს პროდუქციის კლიენტამდე მიტანის სხვადასხვა ეფექტურ გზას, როგორებიცაა წინასწარი შეკვეთის მიღება და მიწოდება, დაქირავებული დისტრიბუტორების გამოყენება, საბითუმო საწყობიდან უშუალოდ მომხმარებლის მიერ ადგილზე შეძენა და სხვა მეთოდები, რომელიც ერგება ბაზრის სპეციფიკურ სტრუქტურასა და საჭიროებებს.

ჩვენი კომპანიის გაყიდვების გუნდი დისტრიბუციას ახორციელებს რეალიზაციის ნაცადი ხერხებისა და პროცედურების გამოყენებით, კონკრეტულ ქსელზე მიმაგრებული გუნდის მეშვეობით. ჩვენი ინოვაციური ციფრული შესაძლებლობები კლიენტს საშუალებას აძლევს შეკვეთა განახორციელოს ადგილზე მისვლის გარეშე, ნებისმიერ დროსა და ადგილას.

Smart Routბაზარზე გატანის/მომარაგების ეფექტური გზები e-to-Market

მერჩენდაიზინგი

პროდუქციის თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი განთავსება მაღაზიის შიდა საქმიანობის წარმატების გარანტია

ჩვენი მერჩენდაიზინგის გუნდი უზრუნველყოფს  წარმატებას იმ საკვანძო მომენტში, როდესაც მომხმარებელი პირველად ხედავს ჩვენს პროდუქციას.

ჩვენი მიზანია, რომ მაღაზიაში საყიდლებზე შესულმა მომხმარებელმა, არჩევანი ჩვენს ბრენდებზე გააკეთოს. ამას ვაღწევთ ეფექტური დისტრიბუციით, პროდუქციის ე.წ. ოქროს თაროზე განლაგებით, ფასის/აქციის კომუნიკაციით და დამატებითი განთავსებით.

მერჩენდაიზინგი

კლიენტის ანგარიშების მართვა

ღირებულების შექმნა და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება იმისათვის, რომ ვიყოთ კლიენტების სასურველი არჩევანი

კლიენტის ანგარიშების მართვას, ჩვენთან საფუძვლად უდევს კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა. კარგად გვესმის ჩვენი კლიენტების სტრატეგია და საჭიროებები, ამიტომ ბიზნესის დაგეგმვისა და ღირებულების შექმნის ხელშემწყობი ფორმების შემუშავების პროცესს სწორედ ამ ცოდნაზე ვაფუძნებთ. რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს კლიენტის წარმატებას. ამგვარი მიდგომა არის გარანტი, რომ ჩვენ მიერ გაწეული მომსახურება ყოველთვის ღირებულებების შემქმნელი და კონკურენტუნარიანია, რაც თავისთავად განაპირობებს იმას, რომ კლიენტები უპირატესობას ანიჭებენ ჩვენთან თანამშრომლობას.

კლიენტის ანგარიშების მართვა

ინოვაციური ტექნოლოგიები

ახალი გადაწყვეტილებების შემუშავება კონკურენტული უპირატესობის მისაღწევად

ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ ძალას წარმოადგენს. კლიენტებს ვთავაზობთ გადაწყვეტილებების მიღების და მოქმედების ისეთ საშუალებებს, რომლებიც უზრუნველყოფს დისტრიბუციისა თუ რესურსების მართვის პროცესის მაქსიმალურ ეფექტურობას. ჩვენი გადაწყვეტილებები არის ინოვაციური, მარტივი და შედეგიანი. ვცდილობთ, კლიენტებს შევთავაზოთ ციფრული მომსახურება, მათ შორის  საველე და ოფისის პროცედურები, რაც ხელს უწყობს მათი საჭიროებების დაკმაყოფილებას სწრაფად ცვალებად ბიზნესგარემოში.

ინოვაციური ტექნოლოგიები