როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის

როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის
გასაუბრება გაძლევთ საშუალებას გვითხრათ, რატომ უნდა აგიყვანოთ სამსახურში სწორედ თქვენ. ეს არის შესაძლებლობა, გამოიჩინოთ თავი და დაგვანახოთ, რა უპირატესობა გაქვთ სხვა კანდიდატებთან შედარებით. აქედან გამომდინარე, სასურველია, წინასწარ მოემზადოთ გასაუბრებისთვის, რათა მოახერხოთ საუკეთესო შთაბეჭდილების მოხდენა!
  • მოემზადეთ ინტერვიუსთვის: მოიძიეთ ინფორმაცია „დიპლომატის“ შესახებ და გაეცანით მას, რა ღირებულებებს ეფუძნება ჩვენი კომპანია  და რა მიზნებს ისახავს. დაადგინეთ, რა მოეთხოვება კანდიდატს, რომელსაც განაცხადი შემოაქვს ვაკანსიზე.  განსაზღვრეთ,რამდენად უკავშირდება მას თქვენი უკვე არსებული სამუშაო გამოცდილება;
  • შეეცადეთ, არ დააგვიანოთ ინტერვიუზე, მის დაწყებამდე 10 წუთით ადრე მაინც მიხვიდეთ დანიშნულ ადგილას. ეს საშუალებას მოგცემთ დამშვიდდეთ და თავი მოუყაროთ აზრებს, ასევე თავიდან აგაცილებთ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო დაგვიანებას;
  • ჩაიცვით წესის შესაბამისად, მაგრამ, ამავე დროს, კომფორტულად;
  • წინასწარ გქონდეთ მომზადებული სათქმელი და საკუთარი თავის მოკლე პრეზენტაცია. გირჩევთ, ეს პროცესი სარკის წინ ან მეგობრის დახმარებით გაივარჯიშოთ. მიაქციეთ ყურადღება საუბრის ტემპს და სხეულის ენას;
  • ინტერვიუს დროს ისაუბრეთ გასაგებად, ოპტიმისტურად და დამაჯერებლად;
  • დაუკვირდით მოსაუბრის მიერ დასმულ შეკითხვებს, გაეცით მოკლე და კონკრეტული პასუხები. კითხვაზე პასუხისას აქცენტი გააკეთეთ იმაზე, რა აზრიც გინდათ მიაწოდოთ მოსაუბრეს.

 

რაც ყველაზე მთავარია… იყავით ბუნებრივი!