ჩვენი ხელმძღვანელები

საკვანძო სფეროებში მიღწეული წარმატება ჩვენი ექსპერტი ხელმძღვანელების დამსახურებაა

გიორგი ხუნდაძე
ფინანსური და IT დეპარტამენტის ხელმძღვანელი
+995-322919293
გიორგი „დიპლომატ ჯორჯიას“ შემოუერთდა 2008 წელს ფინანსური კოორდინატორის პოზიციაზე. 2015 წელს, იგი დაწინაურდა ფინანსური ოპერაციების მენეჯერის თანამდებობაზე, რომელიც 2016 წლამდე ეკავა. 2016 წელს გიორგი დაინიშნა ორგანიზაციის სტრატეგიის მენეჯერად და ჯგუფის პროექტის ხელმძღვანელად. 2018 წლიდან, გიორგის უკავია „დიპლომატის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა. „დიპლომატში“ მუშაობის დაწყებამდე, გიორგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მუშაობდა.
თამარ კოვზირიძე
„დიპლომატ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი
+972-3-9766414
თამარი „დიპლომატ ჯორჯიას“ 2008 წელს შემოუერთდა. თავიდან, მას ეკავა მთავარი ფინანსური ოფიცრის პოზიცია. 2016 წელს, იგი დაწინაურდა მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის თანამდებობაზე. „დიპლომატში“ მოსვლამდე თამარი იყო შპს „არტის“ მთავარი ფინანსური ოფიცერი, სადაც მისი კარიერა ასევე უკავშირდებოდა დისტრიბუციის სფეროს. უფრო ადრეულ პერიოდში, თამარს ეკავა მთავარი ფინანსური ოფიცრის რამდენიმე თანამდებობა ფარმაცევტულ ინდუსტრიაში.
როი ოსტროვსკი
სავაჭრო მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
+995-322919293
როი „დიპლომატ ჯორჯიაში“ 2008 წლიდან მუშაობს. 2008-2012 წლებში სავაჭრო წარმომადგენელი და გაყიდვების მენეჯერი იყო. 2012 წლიდან შპს მეგა & რამი ლევის KA მენეჯერი გახდა. 2014 წელს იგი მონდელიზისა და ჯიდიი პროდუქტების კატეგორიის მენეჯერად დააწინაურეს. 2016-ში სავაჭრო მარკეტინგის გუნდის ლიდერად დაწინაურდა, სადაც 4 კატეგორიის მენეჯერს მართავდა, რაც მონდელიზის, სტარკისტის, კელოგსის, ფრინგლსისა და სხვა ბრენდების ასორტიმენტს მოიცავდა. 2019 წელს როი საქართელოში გადმოვიდა და დიპლომატ ჯორჯიას სავაჭრო მარკეტინგისა და KA დეპარტამენტს ჩაუდგა სათავეში.
თამარ კობერიძე
ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
+995-322919293
თამარი დიპლომატ ჯორჯიას 2023 წლის თებერვალში შემოუერთდა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. მას ტალანტების მართვის დიდი გამოცდილება აქვს საბანკო, სამთავრობო და სტუმართმასპინძლობის სექტორში. თამარს მიღებული აქვს ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრის ხარისხი მანჩესტერის უნივერსტეტში.
მერაბ ჟღენტი
ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
+995-322919293
მერაბი „დიპლომატ ჯორჯიას“ 2015 წელს შემოუერთდა და დაიკავა ლოჯისტიკის ოპერაციების პროექტის მენეჯერის თანამდებობა. 2016 წელს იგი გახდა ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის უფროსი. მერაბს აქვს საბანკო სექტორში სხვადასხვა მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის დიდი გამოცდილება.
ირინა ქიტიაშვილი
ლოგისტკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
+972-3-9766882
ირინა ქიტიაშვილი შეუდგა დიპლომატ საქართველოში ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე საქმიანობას 2022 წლის იანვრიდან. მას აქვს 15 წელზე მეტი ხნის გამოცდილება საერთაშორისო ლოგისტიკის, საბაჟო რეგულაციების, წარმოებისა და პროდუქციის იმპორტ-ექსპორტის დარგში.